მოსკოვში “ლოკომოტივის” ფეხბურთელის სოლომონ კვირკველიას სახლში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს. გარდაცვლილი რომეო კოპალიანია. მას თან ჰქონდა გულშემატკივრის ბილეთი.
კოპალიანთან ერთად “ლოკომოტივის” მცველთან სტუმრად ასევე იმყოფებოდა კიდევ ერთი გულშემატკივარი, თუმცა სამართალდამცავებს ის ადგილზე არ დახვდათ.
კვირკველიას მეგობრის გვამი კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე ბინაში მეზობელმა აღმოაჩინა.
რომეო კოპალიანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
კომენტარები