ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ “ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შესაბამის კითხვას.
კანდელაკი დაინტერესდა, იზიარებდა თუ არა პრემიერობის კანდიდატი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატატის, თეა წულუკიანის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ “საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მე-18 მუხლი წააგო“.
“ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ის არის პატიმარი და ეს დაამტკიცა იმ სასამართლომ, რაზეც თქვენ საუბრობთ“, – უპასუხა ბახტაძემ კანდელაკს.
კომენტარები