ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სამინისტროდან წავიდა. მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, მინისტრის მოადგილეები ხელახლა დაინიშნენ, თუმცა ბარამიძე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე აღარ დანიშნულა. ის ამ პოსტზე მიხეილ სარჯველაძემ შეცვალა.
კომენტარები