გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ორი დღის წინანდელ პოსტს დავამატებ: გუშინ საფრანგეთის სენატმა, ერთხმად, 311 ხმა 16-ის წინააღმდეგ, ხმა მისცა რუსეთისთვის სანქციების შერბილებას, პოლიტიკური ვითარების დათბობას და შემდგომში სანქციების გაუქმებას.
მანამდე იგივე გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ნაციონალურმა კრებამ.
პარლამენტის ორთავე პალატის წინააღმდეგ, სავარაუდოდ ვერც საგარეო საქმეთა სამინისტრო წავა, ვერც პრეზიდენტი.
საფრანგეთის პარლამენტს აღარც მინსკი-2 ადარდებს, აღარც ყირიმი. კერა გაგრილებულია, პრობლემაც მოხსნილია. სამაგიეროდ, ჩვენ ერთ-ერთ მთავარ სამხედრო პარტნიორად ავირჩიეთ, უზარმაზარ კონტრაქტს ვუსრულებთ, თან აქეთ ჩინოვნიკებს გვინიშნავენ. საფრანგეთის სენატის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა: “მინისკი-2-ის შეთანხმების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ… საფრანგეთის ხელისუფლებას ახლა აქვსჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით”. აი ესაა რეალობა.
იტალიის რეგიონული საბჭოების განწყობასთან, შტაინმაიერის განცხადებებთან დაკავშირებით, უკვე ვწერდით. განხილვებისას ალბათ მათ შეუერთდებიან სხვა ქვეყნებიც.
გამომდინარე აქედან, ევროპას გაუჭირდება რუსეთისთვის სანქციების არსებული რეჟიმის შენარჩუნება. რაც შეეხება რუსეთს, მან უკვე გააგრძელა ევროპისთვის საპასუხო სანქციები ერთი წლით.
ძალიან საინტერესოა ჩემთვის საექსპერტო საზოგადოების და ჟურნალისტების ანალიზი თუნდაც საფრანეთის პარლამენტის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
__________________________________ _____
ესეც 7 ივნისის სტატუსი:
სანამ ჩვენ ჰანს-პიტერ ულის ენით ვიზების ლიბერალიზაციაზე უარს გვეუბნებიან, რა ხდება ამ დროს რუსეთთან მიმართებაში ბოლო ორი დღის განმავლობაში?
გერმანელი ჟურნალისტი ხუბერტ ზაიპელი აქვეყნებს წიგნს: “პუტინი, ძალაუფლების ლოგიკა”. წიგნი, როგორც ჩანს, ქებაი და დიდებაია, რადგან რუსული არხები აPRებენ.
იტალიის კიდევ ერთმა რეგიონულმა საბჭომ (უკვე სამხრეთის, მანამდე იგივე გააკეთა ჩრდილოეთ იტალიამ) რუსეთისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, თან ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა. ყურმოჭრილმა ჟურნალისტმა ჯუზეპე კიეზო აცხადებს, რომ იტალიაში სანქციების მომხრეს ვერ იპოვითო.
გუშინ რუსეთის “მეტრომაშ”-მა სოფიის მეტროს მოდერნიზება დაასრულა და ბუქარესტში გადაინაცვლა. სანქციებია…
ნეტანიაჰუ: რუსეთი მსოფლიო დონის დერჟავაა (ობამა რეგიონულს უწოდებს), ისრაელი კი რეგიონულიო (მერე ისევ ქებაი და დიდებაი).
თუ გავიხსენებთ შტაინმაიერის ბოლო ორ განცხადებას რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების პერსპექტივებთან დაკავშირებით, სიბრაზე მოგერევა და იქნებ კიდეც შეიგინო.
რუსეთმა დაასწრო ევროპას და 1 წლით კონტრსანქიები გააგრძელა.
ერთი პოზიტივი მაინც მოხდა, ჰილარი კლინტონი დემოკრატთა კანდიდატი გახდა, თორემ, “სანდერსი მგონი ედინაია როსიას” წევრობას გეგმავდა, ისეთ განცხადებებს აკეთებდა.
მოკლედ, ჩვენი ვექტორის ისარი დღეს ევროპას უჭირავს ხელში (მაროზე ანეგდოტს არ მოვყვები) და ან დაიტოვეთ, ან თქვენი შეატრიალეთ. თქვენ თუ აღმოსავლეთისკენ მიდიხართ, ჩვენც გვითხარით. ქართული კრიმინალი ევროპაში 25 წელია უკვე. აწი არც მოემატება და არც მოაკლდება. ესაა ვითომ მიზეზი?
უფრო ვრცლად, ამ დღეებში…
https://m.facebook.com/story.php…
________________________________________
P.S. უფრო ვრცლად არ ვიცი, მაგრამ გაგრძელება იქნება.”