თუ თქვენც მეტყვით ვინმე საინტერესო კანდიდატს, აუცილებლად მოგისმენთ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებების წარდგენის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს.
მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ახალ გუნდს პარლამენტს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს.
„განახლებულ მთავრობას თავისი განახლებული შემადგენლობით აუცილებლად წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს იმ ვადებში, როგორც არის ეს განსაზღვრული. ჩვენ გვსურს, რომ ეს განხორციელდეს მოკლე ვადებში. თუ თქვენც მეტყვით ვინმე საინტერესო კანდიდატს, აუცილებლად მოგისმენთ. საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვიხილავთ ახალ სამთავრობო გუნდს და იქ იქნება გვარები წარმოდგენილი თავისი შესაბამისი პროგრამით“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე მედიას – თუ თქვენც მეტყვით ვინმე საინტერესო კანდიდატს, აუცილებლად მოგისმენთ
26.06.2018 13:08:13

ნანახია: 799 ჯერ