საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი მოსაზრებას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის თაობაზე, არ ეთანხმება.
როგორც პაპუაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეა წულუკიანი არსებულ ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი, ძლიერი ფიგურაა.
„თეა წულუკიანი უნდა დარჩეს იუსტიციის მინისტრად. მას აბარია ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი რგოლი ჩვენს ხელისუფლებაში. აბა დააკვირდით, – ასე ხმაშეწყობილად მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, ზოგიერთი არასამთავრობოები (თუმცა მე ყველა მათგანს „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახი) თავიანთი ტელევიზიებით, საერთო ტონით რატომ უტევენ ამ ადამიანს?! მათი მოთხოვნების იმით გამართლება, რომ „ვაიმე ქვეყანა იღუპება“ და ისინი ამაზე წუხან – ეს არის ტყუილი, რაშია საქმე? – თეა წულუკიანში ისინი მეტ ძალას, მეტ სიმტკიცეს, პრინციპულობას და კვალიფიკაციას ხედავენ, მათ კი ურჩევნიათ მარტივად სამართავი პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ჰყავდეს ქვეყანას. 2012 წლის არჩევნებში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” მოიგო, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ძლიერი ჯარისკაცი, თეა წულუკიანი იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე კარგად ესმის იმ წლებში მებრძოლი ადამიანების ძალა და სულისკვეთება, მათ სწორედ ასეთი ხალხის გათითოკაცება და შესუსტება უნდათ. გახსოვთ, როდესაც ერთი ამბავი იყო თეა წულუკიანის განათლებაზე, მის დიპლომთან დაკავშირებით და როგორი მშვენიერი მასტერკლასით დაუბოლოვა თეა წულუკიანმა მათ ეს ყველაფერი და როგორ დაადუმა“? – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
დეპუტატი არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროებას ხედავს.
ზაზა პაპუაშვილი – თეა წულუკიანი უნდა დარჩეს იუსტიციის მინისტრად
2018/06/26 16:01:54
კომენტარები
ნანახია: 4757 ჯერ