საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის შემადგენლობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მასში არამარტო დამნაშავეები, არამედ დანაშაულის დამფარავი პირებიც შევლენ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, პირველი ნაბიჯი გადაიდგა.
“ჩვენ გავაკეთეთ სია, მასში არის 33 ადამიანი შესული. უნდა აღინიშნოს, რომ ოცდაცამეტივეს ბრალი ედებათ უმძიმეს დანაშაულში, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს სია აუცილებლად გაფართოვდება.
სამართალდამცველები 24 საათი მუშაობენ ამ საკითხზე. არამარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ის ადამიანებიც მოხვდებიან ამ სიაში, რომლებმაც მათ ხელი დააფარეს. შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლებიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი: “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სია გაფართოვდება და მასში დანაშაულის დამფარავი პირებიც შევლენ
2018/06/27 15:30:27

ნანახია: 713 ჯერ