მეექვსე წელია, რაც ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობ და ამ პერიოდში არც ერთი ავტომობილი არ შეგვიძენია სამსახურეობრივი მოხმარებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ავტოპარკთან დაკავშირებით.
“ავტოპარკის შემცირებას რაც შეეხება, მეექვსე წელია, რაც მე ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობ, არც ერთი ავტომობილი არ ყოფილა ამ პერიოდში შეძენილი სამინისტროში, სამსახურეობრივი მოხმარებისთვის. ამის საპირწონედ კი გეტყვით, რომ შეძენილი იქნა 230 სპეციალური მოხმარების რეანომობილები. 6 წელია გვაქვს ის ავტოპარკი, რაც გვქონდა, არც ერთი ავტომობილი არ განახლებულა“, – განაცხადა სერგეენკომ.
კომენტარები