ჭიათურაში, სოფელ დარკვეთში, ქვიშის კარიერზე უბედური შემთხვევა მოხდა. ტერიტორიაზე ქვიშა ჩამოშლა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ტრაქტორით მუშაობდა და მუშაობისას, ჩამოშლილი ქვიშის მასაში მოჰყვა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების ნორმის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
კომენტარები