ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია შიმშილობის დაწყების შესახებ, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ხუთშაბათს ღამე მეხუთე დაწესებულებაში, გაესაუბრნენ პატიმრებს და ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ინციდენტი ამოწურულია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ სასჯელაღსრულების ნომერ მეხუთე, ქალთა დაწესებულებაში შიმშილობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„კვლევა მომზადდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ და ის განხორციელდა ჩვენი მანდატის ფარგლებში. მათ ჰქონდათ ციხეში შესვლის უფლებამოსილება, იდენტიფიცირებული იქნა რამდენიმე პრობლემური საკითხი და მათ შორის იყო ერთ-ერთი ციხეში პირველადი შესვლისას სრული შემოწმების პრობლემა, რომელიც დაასახელეს პატიმრებმა. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია შიმშილობის დაწყების შესახებ, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ხუთშაბათს ღამე მეხუთე დაწესებულებაში, გაესაუბრნენ პატიმრებს და ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ინციდენტი ამოწურულია. ჩვენი თანამშრომლები დამატებით კიდევ მივლენ ორშაბათს და გაესაუბრებიან პატიმრებს, რათა აუხსნან, რომ მათ რეალურად პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია, მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ მათი უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.