ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“როგორც იქნა ქალაქს გენგეგმა ეღირსა, თბილისის მერიამ ქალაქის ინტერესებით იხელმძღვანელა და გენგემის ავტორებთან თანამშრომლობით აღმოიფხვრა არსებული ხარვეზები. იმედი მაქვს, რომ ამით წერტილი დაესვა თბილისის ქაოტურ განვითარებას, რეგულირების თანამედროვე სტანდარტებს დაექვემდებარება თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია.
მივიღეთ მწვანე ქალაქის კონცეფცია ოთხი ახალი საქალაქო პარკის გაშენების, სარეკრეაციო სივრცეების განვითარების, მწვანე ლანდშაფტური დაგეგმარების და ბევრი სხვა იმედისმომცემი პერსპექტივით.
გენგემის მიღებული ვერსია საფუძველს იძ₾ევა, რომ თბილისის მერიამ დაიწყოს ხელშესახები ცვლილებების განხორციელება ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, რაშიც მოსახლეობის მხარდაჭერა გარანტირებული ექნება.
თბილისს ნანატრი სტრატეგიული გეგმა აქვს, განხორციელებაში – ჩვენი თანადგომა მერიას”-წერს ლაგაზიძე.