საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა, რომლის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.
წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას უკვე „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.
2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 26, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო “შერატონ ბათუმის” 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში უკვე მეათედ გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს – კი საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.
2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. აღსანიშნავია 2014 წელს მათი წარმატებული კონცერტი ლონდონში, ხოლო 2015 წლის ივნისში „ვირტუოზებმა“ საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში გამართეს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრი დაკომპლექტდება უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.
წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვ.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.
3 ივლისს, კონსერვატორიაში ფესტივალთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც დეტალურად ისაუბრეს პროგრამის შესახებ.
ფესტივალის პროგრამა:
ბათუმი, სასტუმრო „შერატონი“
26 აგვისტო
კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“
დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი (ბელგია/საქართველო)
სოლისტი – გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)
I განყოფილება
ვ. ა. მოცარტი – „ღამის პატარა სერენადა“, სოლ მაჟორი, K. 525
II განყოფილება
ი. ბარდანაშვილი – „სერენადა“ ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის
შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს
ა. დვორჟაკი -“ სერენადა” მი მაჟორი, , თხზ. 22
28 აგვისტო
კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“
დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი (ბელგია/საქართველო)
სოლისტი – გეზა ჰ. ლეგოცკი – ვიოლინო (უნგრეთი/აშშ)
პროგრამა: ი.ს. ბახი, ნ. პაგანინი, ი. ბრამსი, კ. სენ-სანსი, პ. სარასატე
29 აგვისტო
„ტანგოს საღამო“
პროექტის ავტორი – გია იაშვილი
მონაწილეობენ: გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)
მარიო სტეფანო პიეტროდარჩი – ბანდონეონი (იტალია)
სოფია ბოროსი – გიტარა (ავსტრია/უნგრეთი)
კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“
პროგრამა: ასტორ პიაცოლა, არგენტინული ტანგოები
თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი
2 სექტემბერი
კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“
დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი
სოლისტი – გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)
I განყოფილება
ვ. ა. მოცარტი – ღამის პატარა სერენადა, სოლ მაჟორი, K. 525
ი. ბარდანაშვილი -სერენადა ვიოლინოსა და სიმებიანისთვის
შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს
II განყოფილება
„ოპერა-ფანტაზია“ (პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და
სიმებიანებისთვის)
პროექტის ავტორი – გია იაშვილი
4 სექტემბერი
კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“
დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი
სოლისტები: ალექსანდრე კორსანტია – ფორტეპიანო (აშშ//საქართველო)
ნათელა მარკოზაშვილი – ლიტავრები
I განყოფილება
ა. მაჭავარიანი – სიმფონია კამერული ორკესტრისთვის
(კამერული ორკესტრის ვერსიის ავტორი ვ. მაჭავარიანი)
II განყოფილება
დ. შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია დო მინორი, თხზ. 110 (კვარტეტი #8)
გ. უსტვოლსკაია – კონცერტი ფორტეპიანოს, ლიტავრებისა და სიმებიანებისთვის