„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ზოოპარკის ადმინისტრაციას დედალი სირაქლემის თხოვნით მიმართავს. ჯაფარიძემ ზოოპარკს ოფიციალური წერილით მიმართა, რომ 13 ივლისს რამდენიმე საათით დედალი სირაქლემა ათხოვონ. ჯაფარიძე სირაქლემით მისვლას საქალაქო სასამართლოში გეგმავს. ჯაფარიძის თქმით, სირაქლემა ნათლად გამოხატავს სასამართლოს პოზიციას, რომლებიც მისი შეფასებით, რეალობას ვერ ხედავენ.
„გირჩი“ მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულსირაქლემად. გთხოვთ, 13 ივლისს ნახევარი დღით გვათხოვოთ ერთი დედალი სირაქლემა, რომლის ტრანსპორტირებასაც ვუზრუნველყოფთ ჩვენ“, – წერია წერილში, რომელსაც „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აწერს ხელს.
ზურაბ ჯაფარიძე 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. შსს „გირჩის“ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელების მოთხოვნებისადმიდაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ზურაბ ჯაფარიძე ზოოპარკს მიმართავს დედალი სირაქლემა ათხოვონ
2018/07/05 14:10:31

ნანახია: 993 ჯერ