საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში აღარ ირიცხება. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კვირიკაშვილის გარიცხვას ადგილი არ ჰქონია:
„გარიცხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, გიორგი კვირიკაშვილი, როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბუნებრივია, რომ წარმოდგენილი იყო პოლიტსაბჭოში, ვინაიდან, საქართველოს პარლამენტმა, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის შეცვლის თაობაზე, მათ შორის მმართველი პარტიის მთავარ პოლიტიკურ ორგანოშიც ბუნებრივია, რომ ეს ჩანაცვლება მოხდება და შესაბამისად უკვე მოქმედი პრემიერ მინისტრი ახლად ნდობაგამოცხადებული და დანიშნული პრემიერ-მინისტრი დაიკავებს პოლიტსაბჭოში ამ ადგილს, რაც ბუნებრივია, გარიცხვას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.