უამინდობის გამო, ვერტმფრენი, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სვანეთში გაემგზავრა, ზუგდიდში დაჯდა. ზუგდიდიდან პრემიერი ჭუბერისკენ გზას მანქანით განაგრძობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში დილით გაემგზავრა. პრემიერთან ერთად ადგილზე გაემგზავრნენ რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრები – მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი.
კომენტარები