პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მთავარ პროკურორად მხარს შალვა თადუმაძის კანდიდატურას უჭერს.
ვოლსკის განცხადებით, კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ შალვა თადუმაძე მისი პათოსისა და საკითხებისადმი დამოკიდებულებით პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდეს.
“შალვას ვიცნობ 2011 წლიდან როგორც პრინციპულ, სამართლის მოყვარულ და საკმაოდ ხისტ ადამიანს იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია სამართლის პრინციპების დაცვა. რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, მასაც ძალიან კარგი მხრიდან ვიცნობდი ყოველთვის, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ პოზიციაზე გადავიდა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანად ჩამოყალიბდა. მესამე ადამიანს არ ვიცნობ”,- განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები