ბელგიის ნაკრებმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
შეხვედრა ყაზანში გაიმართა. თამაშის 13-ე წუთზე თავისივე კარში გოლი ბრაზილიის ნახევარმცველმა ფერნანდინიუმ გაიტანა, მეორე გოლის ავტორი კი ბელგიელი კევინ დე ბრიუნე იყო. 76-ე წუთზე ბრაზილიის მხრიდან გოლის ავტორი რენატუ აუგუსტო იყო.
ნახევარფინალში ბელგიის ნაკრები საფრანგეთს შეხვდება.
კომენტარები