„ვაღიარებ, ნარკოდამოკიდებული ვარ და განსაკუთრებით საშიში“,-ამ შინაარსის სტატუსი „პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
აღნიშნული განცხადებით იგი გუშინდელ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც იგი ნარკოტიკული საშუალების გამოყენების ბრალდებით ნარკოლოგიურში გადაიყვანეს.
„ჩემი ნარკოტიკია მცენარეები, ყვავილები, ბუნება და მშვიდი ცხოვრება და როგრც ნამდვილი ნარკოდამოკიდებული, ყველაფერს ვიზავ ამის დასაცავად. მკიდია პირობითობები, ეტიკეტიც მკიდია, ყველას, ვინც იპყრობს ჩემს კუთვნილ სივრცეს, ყველა ხერხით შევებრძოლები, სულ რომ მარტო დავრჩე მორალისტების და :სად იყავით მაშინ-ების: არმიით გარშემორტყმული. ბინძური პრ-იც მაგრა მკიდია. საბედნიეროდ, არ ვარ მარტო და ჩვენ დავიბრუნებთ ქალაქს, ჩვენ ყოველთვის ამოვიღებთ ხმას. ქალაქი ჩვენია. ქვეყანა ჩვენია“,-წერს ნატა ფერაძე.
“ვაღიარებ, ნარკოდამოკიდებული ვარ, განსაკუთრებით საშიში,მკიდია”
2016/05/08 12:12:07
ნანახია: 2025 ჯერ