პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცახდებით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 11 ივლისს დაასახელებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები უმრავლესობასთან ჯერ არ გამართულა.
„ალბათ, პრემიერი შემადგენლობას ოთხშაბათს წარმოადგენს, შემდეგ დაიწყება ნდობის გამოცხადების პროცედურა. ჯერ-ჯერობით შემადგენლობასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ რომ იქნება ცვლილებები ეკონომიკურ გუნდში“, – განაცხადა პირველმა ვიცესპიკერმა.
კომენტარები