ორ დღეში პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაასახელებს. ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, ახალი მთავრობის დამტკიცება კი შაბათს, 14 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.
ვინ იქნებიან ახალი სახეები მამუკა ბახტაძის კაბინეტში, გვარები ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, იცვლება განათლების მინისტრიც.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სავარაუდოდ, თანამდებობაზე რჩება და ის იუსტიციისა და სასჯელაღსრულების გაერთიანებულ სამინისტროებს ჩაიბარებს.
ახალი სახე იქნება ეკონომიკურ გუნდში – ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას სავარაუდოდ გიორგი ქობულია ჩაიბარებს, რომელიც ახლა რუსეთში კერძო სექტორში საქმიანობს. ქობულია მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია “McKinsey”-ის უფროსი პარტნიორია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაძლოა არჩილ გაჩეჩილაძე გახდეს. “ქრონიკასთან” სატალეფონო საუბრისას, გაჩეჩილაძემ არ უარყო, რომ ამ თემაზე მუდმივად არის საუბარი, თუმცა დასძინა, რომ კონკრეტული შეთავაზება ამ ეტაპზე არ ყოფილა. არჩილ გაჩეჩილაძე წლების განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტროში მუშაობდა, ის იყო “საქართველოს ბანკი” გენერალური დირექტორი იყო. არჩილ გაჩეჩილაძე დღეს საქართველოს კაპიტალის საინვესტიციო ბიზნეს ჯგუფის GGU (Georgian Global Utilities) აღმასრულებელი ხელმძღვანელია.
“ქრონიკის” ინფორმაციით, ცვლილებები განათლების სფეროსაც შეეხება და მინისტრის თანამდებობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს.