პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივლისს, 10:00 საათზე დასახელდება.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს საღამოს “ქართული ოცნების” პარტიულ ხელმძღვანელობასთან საბოლოო კონსულტაციები გაიმართება და მინისტრობის კანდიდატურებზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება.
ბახტაძის განმარტებით, ხვალ დილით საგანგებო ბრიფინგზე გამოცხადდება 10 მინისტრობის კანდიდატისა და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის ვინაობა.
კომენტარები