ეჭვმიტანილმა, რომელიც ამერიკელ სამართალდამცველებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული, თავი მოიკლა. ის ავტოსადგომს აფარებდა თავს. თვითმკვლელობამდე ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ მიმდებარე ტერიტორია დანაღმული იყო.
პოლიცია ასაფეთქებელ მოწყობილობებს ქალაქში ამ დრომდე ეძებს. არეულობა პოლიციელების მიერ ორი ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას მოჰყვა.
საპროტესტო აქციაზე, რომელზეც სწორედ სამართალდამცველების ქმედებებს აპროტესტებდნენ, სნაიპერებმა ცეცხლი გახსნეს. სროლას, ბოლო მონაცემებით, 5 პოლიციელი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. ამ დროისთვის დაკავებულია 3 ეჭვმიტანილი.
კომენტარები