ლექტორი ზაზა სიამაშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას იმის შესახებ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ყრილობა დიდგორის ველზე გამართოს, ასე აფასებს:
„ოდესელი შლეგი დიდგორზე ოცნებობს… თან ყრილობის გამართვა უნდა…
სკაბრეზული სლენგით გავხცემსდი პასუხს – ბებიაშენისამ და დედიშემისამ… მზიას და გიულის გასეირნება უნდა თუ მართლა ყრილობას გამართვა? ან ეგებ ჩვენ მოგვესმა და დიდ-ღორობა უნდა აღნიშნონ?! ეს უფრო შეეფერებათ – მეტადრე, ზოგიერთი კი ჰგავს ლაბასხმულის მასალას (ლაბასხმული, ნაცებო, „ხალადეცს” ნიშნავს!!)…
ეს უკვე მთავრობის საქმე აღარაა, ხალხი გავათევთ ღამეს და არ მივუშვებთ. იხეტიალონ სადაც უნდათ! ისე, მთავრობა ვახსენე და აქვე მივმართავ – პარტიას თუ მოძრაობას, რომელსაც ერის და ქვეყნის წინაშე აუარება დანაშაული აქვს ჩადენილი და კვლავაც ცდილობენ წყალი აამღვრიონ, როგორ აძლევთ თავყრილობის უფლებას?
რაო, დავკრძალეთ მორიგი მსხვერპლი – სულხან მოლაშვილი და მორჩა, დავივიწყეთ მისი წამება? ეგ როგორ ხდება?
არჩევნებიდან უნდა მოხსნათ როგორც არაკვალიფიციური და ამაზრზენი სექტა!“- წერს სიამაშვილი.