თბილისში, ბოლო 20 დღის განმავლობაში „ჭკვიანმა კამერებმა“ 79 168 ვიდეო დარღვევა დააფიქსირეს.
ჯარიმის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით მილიონ ლარზე მეტი შევა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ვიდეო დარღვევის ფაქტები 11 ივლისიდან 31 ივლისს პერიოდს მოიცავს.
უწყების განმარტებით, სწორედ ამ პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა რაიონში „ჭკვიანი კამერები“ დამონტაჟდა.
აღნიშნული, 79 168 ვიდეო დარღვევის შემთხვევაში, უმთავრესად და ხშირ შემთხვევაში, მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილს არღვევდნენ.
რაც გულისხმობს: „სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგანლიზაციის სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევას ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში ისეთი სახით მონაწილეობას, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან მოძრაობის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, აღნიშნულ დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარია.
თბილისში, ბოლო 20 დღეში “ჭკვიანმა კამერებმა“ 79 168 ვიდეო დარღვევა დააფიქსირეს
2018/08/23 14:19:16

კომენტარები
ნანახია: 828 ჯერ