ამ გამარჯვებისთვის ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული, – განაცხადა ორი მსოფლიო რეკორდის დამყარების შემდეგ ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ.
„რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი ჩემს შესაძლებლობებში, თუმცა მაქსიმალურ წონაზე ყველაფერია მოსალოდნელი: ძალიან ახლოს ხარ ტრამვასთან, ოდნავი შეცდომა და შესაძლოა წონა ვერ დავაფიქსიროთ. ღვთის წყალობით, მაქსიმალური მოვინდომე და გავაკეთე. დამიფასდა შრომა“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
კომენტარები