დარეჯან ლიპარტელიანი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მთავარი სამიზნე უკრაინაში მიმდინარე პროცესების სათავისოდ გამოყენება გახდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა ხელისუფლებას საჯაროდ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას იარაღის მიწოდების თხოვნით მიმართა: – უკრაინას იარაღი სჭირდება!
უკრაინის პრეზიდენტის ამ მოწოდებას, გერმანიისა და საფრანგეთის ოფიციალური განმარტება მოჰყვა. სადაც ორივე ქვეყნის ლიდერებმაგანაცხადეს, რომ უკრაინას იარაღს არ მიაწოდებდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში წამქეზებლის როლს არ შეასრულებს და იარაღის მიწოდებით უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკუთარ ქვეყნებს პრობლემას არ შეუქმნიან. მით უმეტეს, საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.
ევროკავშირის ორი ქვეყნის – გერმანიისა და საფრანგეთის ოფიციალური პოზიციის ფონზე კი ქართველ პოლიტიკოსთა განცხადება, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ უსუსურად გამოიყურება.
ამ იდეის ავტორი, დავით დარჩიაშვილი, რომელიც ამ განცხადების გაკეთებიდან სულ რამდენიმე საათში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის„პოლიტიკურ ესკორტის“ წევრთა შემადგენლობაში აღმოჩნდა სარფის საბაჟოს ტერიტორიაზე, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ენერგო პრო ჯორჯიას“დახმარებით შეძლო და, რაც მთელი ზაფხულის განმავლობაში არ მომხდარა – სარფის საბაჟო ჩააბნელა, რამაც ხელოვნურად გამოწვეული რიგის გამო, ადამიანების გადაადგილებას პრობლემები შეუქმნა.
მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას თან ახლდა „ნაციონალური პიარის“ელემენტები. „მიშა, შენ ჩემი სიცოცხლე ბიჭი ხარ“, – ეს და სხვა იაფფასიანი შეძახილები იმ ქალთა კატეგორიიდან, ვისთვისაც მიშასთან ჩახუტება უდიდესი ბედნიერებაა – მერე რა, რომ თვითონ მშიერ-მწყურვალი და უკბილოა, მერე რა, რომ სააკაშვილმა ქვეყანა დააქცია და გააპარტახა, მათთვის ყველაფერი სულერთია. სწორედ ამ კატეგორიის ადამიანთა დასანახად შეუქმნეს ყოფილ პრეზიდენტს ჩაბნელებული ფონი: ხედავთ, ქვეყანა ამ კაცის ხელში როგორი განათებული და გაჩახჩახებული იყო, ეს რომ აღარ არის, კი ვართ ბნელში და უკუნშიო. სარფის საბაჟოზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას შედეგად ის მოჰყვა, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სააკაშვილისა და ნაციონალთა შეხვედრის დასრულებამდე, საბაჟოზე დენი არ ჩაურთავთ. სააკაშვილისა და მისი 10-მდე მომხრის შეხვედრის ჩვენება ყველა ნაციონალურ არხზე მიმდინარეობდა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, ინტერნეტ-სივრცე და სოციალური ქსელები ამ შეხვედრის ფოტოებით გადაჭრელდა.
გაჩნდა კითხვები: ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა სარფის საბაჟოს ტერიტორიაზე? რა პოლიტიკური დატვირთვა აქვსსაპარლამენტო უმცირესობის წევრებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას სარფის საბაჟოზე?
მოკლედ, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი და არაფრისმომცემი შეხვედრა სარფის საბაჟოსთან, ნაციონალების დაბრუნების მომლოდინე და „შუაშისტმა“ ადამიანებმა, იმაზე მეტად გაასკანდალეს, რამდენადაც ეს ამბავი ამ დონის ხმაურს მართლა არ იმსახურებდა. თუმცა ამან თავისი ფუნქცია მაინც შეასრულა და ხალხში გაურკვევლობის შეგრძნება და ეჭვი მაინც დათესა. ზოგმა ეს ნაბიჯისააკაშვილს გმირობად ჩაუთვალა, ზოგმაც კი, მისი დაკავების წინ, ბოლო გაფხაკურებად მიიჩნია.
ამის შემდეგ იყო, აჭარის ყოფილ ხელმძღვანელთან, ლევან ვარშალომიძესთან ერთად ზღვაში იახტით გასეირნება, რა დროსაც ბერძენმა სამართალდამცავებმა იახტა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებდა, 4 საათით შეაყოვნეს. ბერძენმა სამართალდამცავებმა ექსპრეზიდენტი და ლევან ვარშალომიძე მანამ აყურყუტეს, ვიდრე ქართველი სამართალდამცავებისაგან დასტური არ მიიღეს, რომ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა ე.წ. წითელი ცირკულარით ჯერ არ გამოცხადებულა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაფიქრი – სარფის საბაჟოზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენით ძლიერი ეფექტი მიეღოთ, ვერ შედგა. სააკაშვილისგამოჩენისას არც ხალხის მობილიზაცია მოხდა და არც აღფრთოვანება გამოუხატავს ამის გამო არავის. გარდა იმისა, რომ ნაციონალურმა არხებმა ამ შეხვედრას დიდი დრო შესწირეს და სააკაშვილის ბჟუტურს სარფის საბაჟოზე ძალიან დიდი დრო დაუთმეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად ცნობილმა თითო-ოროლა ადამიანმა, ხელისუფლების მაღალჩინოსნები უბინძურესი სიტყვებით გალანძღვეს და მხოლოდ ამით გამოიჩინეს თავი. მათ პრაქტიკულად ბოლი გამოუშვეს.
„ექსკლუზივ ნიუსის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის 4–საათიანი დაკავების დეტალები, სწორედ იმ ადამიანების მიერ გავრცელდა, რომლებიც სწორედ მიხეილ სააკაშვილთან და ლევან ვარშალომიძესთან იმყოფებოდნენ.სააკაშვილს იახტის დაკავებისთანავე პანიკა დაწყებია და ფერი დაუკარგავს. ნერვიულობის დასაფარავად კი, ჯერ ისტერიული სიცილი, ხოლო შემდეგ ყვირილი დაუწყია – რის საფუძველზე მაკავებთო.
ბერძენმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და უთხრეს:„მანამ ვერ გაგცემთ პასუხს, ვიდრე საქართველოს სამართალდამცავებისაგან არ გვექნება დოკუმენტი იმაზე, რომ თქვენს შესახებ საერთაშორისო ძებნა არ არისო. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც კანონით გვევალებაო“,– განუცხადეს მიხეილ სააკაშვილს ბერძენმა სამართალდამცავებმა.
ამ 4 საათის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა ყველა თავის ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს დაურეკა, მიშველეთ და გაარკვიეთ, რა ხდება ჩემს თავსო. მას ასევე დაურეკავს თავისი ფრანგი ადვოკატისთვის, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ერთდროულად იცავს. მიხეილ სააკაშვილის ტელეფონს ზოგმა „მეგობარმა“ არ უპასუხა. ხოლო ვინც უპასუხა, ისინი ამშვიდებდნენ: – „მიშა, კანონით ბერძენი სამართალდამცავები შენს დაკავებას ვერ შეძლებენო“.
მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის ნერვიულობა 4 საათი გაგრძელდა და ის ბერძენმა სამართალდამცავებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართველი სამართალდამცავებისგან დასტური მიიღეს, რომ მიხეილ სააკაშვილზესაერთაშორისო ძებნა ჯერ არ იყო გამოცხადებული.
„ნაციონალების“ მოლოდინი იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ანდა„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, თავიანთი მცირერიცხოვანი მხარდამჭერებით, ასევე, მათ მიერვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებითა და მედიით, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ იმისათვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, ის, რომ თითქოსდა ყველაფერი ინგრევა, თუ რამდენად უკეთესი ცხოვრება გვქონდა თურმე წინა ხელისუფლების დროს, ახლა კი, ეს რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს ამ ხელისუფლების პირობებში – ამ ყველაფერმა საზოგადოების ჯანსაღ ფენაზე გავლენა ვერ იქონია.
მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქვეყნის წინსვლის მოწინააღმდეგედ წარმოჩნდებიან, რომლებიც ხელისუფლებას რუსეთ-უკრაინის ომში სამხედრო მონაწილეობისკენ საჯაროდ მოუწოდებენ, ასევე მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც თითქოს შესაფერისი ფონი შეუქმნეს არსებული სიტუაციის უარყოფითად წარმოჩენისთვის და სარფის საბაჟოზე დენი სწორედ მაშინ ჩააქრეს, როცა სააკაშვილი თავის თანაპარტიელებთან შეხვედრას მართავდა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის დაანონსებული არეულობა, გამოსვლები და მიტინგები სექტემბრის თვეში – ვერ შედგება.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია, მაინც აღინიშნება უამრავი პოზიტიური მოვლენა ქვეყნის წინსვლისა და აღმშენებლობის. საქართველოს ისტორიაში არასოდეს განმეორდება ის 9–წლიანი ჯოჯოხეთი, რაც იყო და რაც ქართველმა ერმა გადაიტანა. ნაციონალები და მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ლუის ნავაროს გაყალბებული გამოკითხვის შედეგების გარეშე, შესანიშნავად იციან ნაციონალებმა, რომ 4%-ს ვერ ასცდნენ და მალე ნულს გაუტოლდება. უამრავ დანაშაულში ეჭვმიტანილიმიხეილ სააკაშვილის დაკავებაც უახლოეს დღეებში მოხდება.
ასე რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, ვერ შედგება და არც მათი „ურაპატრიოტიზმის“ სჯერა ვინმეს. რეალობა კი ასეთია, ქართველი ხალხი დაპირებული სამართლიანობის აღდგენასდა მრავალ დანაშაულში ეჭვმიტანილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მოუთმენლად ელოდება!
პ.ს. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის ერთ–ერთ კუნძულზე მის დროებით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ აყვანას, სიცრუეს უწოდებს.