დეა ადამია მცირეოდენი პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდა ფეისბუკში. ამჯერად ის ვახტანგ რჩეულიშვილს და მის ოჯახს უთანაგრძნობს მომხდარის გამო და მოითხოვს დაკავებულების განთავისუფლებას. მიმართვას ვახტანგ რჩეულიშვილის პირად გვერდზე აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს. „მოვითხოვ მაია რჩეულიშვილი!!!სალომე ჩარკვიანის!!! გურამ რჩეულიშვილის!!! და ირაკლი მინდელის დაუყონებლივ პატიმრობიდან განთავისუფლებას!!!!!!
P.S. Vakhtang Rcheulishvili თქვენს გვერდით მიგულეთ!!! პირიქით, ხელი უნდა შეეწყოთ რომ მშენებლობები დამთავრებულიყო და დაზარალებულებს მიეღოთ ბინები. უაზრო ტაშფანდურებზე ასობით მილიონები იხარჯება და რა იქნება 10 მილიონი რომელსაც თქვენ თხოვდით ხელისუფლებას დასასრულებლად გამოეყო დაზარალებული კომპანიისა და ხალხისათვის რომ ბინები გადაცემოდათ და მიღებული მოგებით სახელმწიფოსაც თავისი ამოეღო? ან რა უბედურებაა ქალების ციხეში ჩასმა? ამაზე სასიხარულო არ მისცემოდეთ ვისაც უხარია…!“- წერს დეა ადამია.