დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ონლაინ-სესხების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება.
“პროექტის მიხედვით, რასაც ვიხილავთ, მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი უნდა იყოს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. შინაარსი პროექტის განხილვისა არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რადგან დღეს, სამწუხაროდ მოსახლეობაში ფინანანსური საკითხების ცოდნა არ არის იმდაგვარი, რომ მათ თავიანთი თავი დამოუკიდებლად დაიცვან. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი იმდაგვარად იყოს დარეგულირებული, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკები, რაც ბუნებრიობას სცილდება”, – განაცხადა ჟურნალსიტებთან დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომენტარები