“ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური ჯგუფის “ძალა ერთობაშიას” წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მივიდნენ. ცესკოში არიან: ნიკა რურუა, ნიკოლოზ მაჭუტაძე, პაატა დავითაია, მამუკა გამყრელიძე და სხვა წევრები.
ისინი ამბობენ, რომ ცესკო ვებგვერდზე ოქმების ატვირთვას აგვიანებს, მათ შორის იმ 150 ოქმის ატვირთვას, რომლის თანახმადაც, ნაციონალების მტკიცებით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი ცესკოში დარჩებიან, დაელოდებიან პირველად შედეგებს და თუ რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, საკუთარ ხმებს კონსტიტუციური გზებით დაიცავენ.
ცესკოს განცხადებით, არჩევნების პირველადი ოფიციალური შედეგები ცნობილი 02:00 საათისთვის გახდება.
კომენტარები