ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, იმ ნაბიჯების გადადგმა ხდება, რომელიც ისევ და ისევ აზიანებს საკუთარ მოსახლეობასაც კი, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევრო ბიუროკრატებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამიტომაც არის, რომ მაგალითად გერმანიაში ძლიერდებიან ის ძალები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ წარმატებასაც მიაღწიეს.
„ამიტომაც არის, რომ მაგალითად გერმანიაში ძლიერდებიან ის ძალები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ წარმატებასაც მიაღწიეს. რომლებიც ამბობენ, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ხალხის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. ვხედავთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აზიანებს მათ ეკონომიკურ სურვილებს და ინტერესებსაც.
ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“ არ იყოს, არ არიან არც თანმიმდევრულები, არც დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებში და ყოველთვის ცდილობენ, რომ რაც არის კონკრეტულ მოცემულობაში კონკრეტული მიზანი, იმ კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე იმსჯელონ და საერთოდ არ აინტერესებთ თავიანთი საზოგადოება. ამიტომაც არის, რომ სკეპტიციზმი ევრო სტრუქტურების მიმართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იზრდება.
ისლანდიის მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც წევრობაზე კი არა მოლაპარაკებების განახლებაზეც კი უარი თქვა მოსახლეობამ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
