საახალწლო დღეებში დაახლოებით, 20-მდე ადგილზე იქნება ნებადართული გარევაჭრობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, გარევაჭრობისთვის ადგილები გამოიყოფა თბილისის ათივე რაიონში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გარევაჭრობა დაშვებული იქნება: გლდანში – მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მარატ ნოზაძის ქუჩაზე; მუხიანში, ნოდარ დუმბაძის გამზირზე, II მ/რ-ში; ნაძალადევში – მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; დიდუბეში – დინამოს ბაზის მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების კვეთაზე; მეტროსადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ, ტრანსპორტის ქუჩაზე; ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე; ვაკეში – მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; საბურთალოზე – ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ, შარტავას ქუჩაზე; სპორტის სასახლის მიმდებარედ; ისანში – ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, I მიკრორაიონის 12-ე კორპუსის მიმდებარედ; ვარკეთილში – ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე N10ში; მეტრო „ვარკეთილის მიმდებარედ“, ჯავახეთის ქუჩაზე.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი განთავსდება.