ოკუპირებულ აფხაზეთში ჯავშანტრანსპორტიორის ხეობაში გადავარდნის შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამი სამხედრო დაიღუპა და ორი დაშავდა.
„მიმდინარე წლის 18 იანვარს სამედრო ტექნიკის კოლონის ცაბალის პოლიგონიდან მსვლელობისას ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 ხეობაში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი სამხედრო დაღუპა. ორი დაშავებული საოლქო სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი“, – ნათქვამია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.
კომენტარები