საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დასრულდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის,სოფელ ქვემო ჭალვანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები.
ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, თითქმის მთლიანად ჰქონდა დაკარგული პირვანდელი სახე და სასწრაფოდ საჭიროებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
პირველ რიგში ტაძრის გარშემო მოიჭრა მიწა არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ და შესრულდა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები, დაიშალა დაზიანებული კედლები და კირდუღაბის გამოყენებით მოხდა მათი ხელახალი აღდგენა,ამასთანავე საჭირო გახდა ახალი კედლის აშენება თლილი ქვით კარნიზის დონემდე,რეაბილიტაციის პროცესში მოხდა საბჯენი კამარის,თაღებისა და კონქის გადაყვანა გათლილი კირქვით,აღსადგენი იყო ფანჯრისა და კარებების ღიობების წირთხლები რაც მოხდა შირიმნის ქვის გამოყენებით,ტაძარი გადაიხურა ფერადი თუნუქით ლორფინის იმიტაციით,სრულად აღდგა ინტერიერში იატაკი და ჩაისვა ნატურალური ხის მასალით დამზადებული კარ-ფანჯარა,ტაძრის ირგვლივ მოეწყო სარინელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) დაფინანსებით ი/მ „ბეჟან ყაველაშვილი-ზოდ“-იმ შესრულა.