პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ გეგეშიძემ კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში და აღნიშნა, რომ დათუნაშვილს მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელს უწვდის.
თუმცა, ევროპის ჩემპიონი კვლავ ჭიდაობის ფედერაციის გადადგომას ითხოვს და ამასთან სხვა ქვეყნის სახლით ასპარეზობას აანონსებს.
„კიდევ მოვუხდი ბოდიშს, არა მარტო დათუნაშვილს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, გულშემატკივარს ჩემი საქციელისთვის და არა მარტო ჩემი საქციელისთვის, მაგრამ ზოგადად, ჭიდაობის თემაზე უნდა იმსჯელონ მოჭიდავეებმა და არა ჟურნალისტებმა. ჩვენ თუ რამე დავაშავეთ, რამე გავაკეთეთ, ეს მოჭიდავეების საქმეა.
მე დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს. მე დათუნაშვილთან პირადული მოხდა, თუ რა მოხდა, ამას მე გვერდზე ვდებ. მე, როგორც ხელმძღვანელი, ისე გელაპარაკებით. დათუნაშვილს, როგორც ორგზის ევროპის ჩემპიონს, შანსი ეძლევა, წავიდეს, მაგრამ უკვე მესამე წონით კატეგორიაში გამოდის, მაგრამ იქაც შანსი ეძლევა, წავიდეს, დაამტკიცოს თავის სიძლიერე,“ – აღნიშნა გეგეშიძემ.