ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (KUNLUN World Championship) ასპარეზობდა.
ქართველმა მებრძოლმა დღეს ორი ორთაბრძოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ქამარი კარიერაში მესამედ მოიპოვა (-70 კგ. წონითი კატეგორია). ფინალურ ორთაბრძოლაში ქირია ადგილობრივ ფენ შინგლის დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით (TKO) დაამარცხა.
კომენტარები