ნორვეგიის მთავრობამ დაადასტურა, რომ სერიოზულად განიხილავს ფინეთისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად მოსაზღვრე მთის ჩუქებას. ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euroline.ge წერს.
“დარჩენილია რამდენიმე ფორმალური საკითხის გადაწყვეტა და მალე ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ”, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა გუშინ, ნორვეგიულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში.
საუბარია მთა ჰალდიტსოჰკკაზე, რომელიც 1365 მეტრის სიმაღლისაა და ფინეთის საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს.
ნორვეგიაში 5.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2 მილიონამდე საუნა და 188 000 ტბაა.
კომენტარები