ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
პალესტინის ქალაქ რამალას მახლობლად, დასავლეთ სანაპიროს ქუჩებში შეიკრიბა ხალხი და ოვაციებით დახვდნენ ავტობუსების კოლონას, რომლითაც გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები გადაჰყავდათ.
„ჰამასის“ ინფორმაციით, ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებულთა შორის 69 ქალი და 21 ბიჭია.
შეგახსენებთ, 19 იანვარს სამი ისრაელელი მძევალი „ჰამასის“ 471-დღიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლდა. ეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში მოხდა, რომელიც 19 იანვარს შევიდა ძალაში.
კომენტარები