დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ სთხოვა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ინაუგურაციაზე მიწვევა, თუმცა უარი მიიღო.
დონალდ ტრამპ უმცროსმა ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან უკრაინის ლიდერის ბოლო ინტერვიუ გააკრიტიკა, რომელშიც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის, 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციას ვერ დაესწრებოდა, ,,რადგან მის ქვეყანაში ომია.’’
,,ინტერვიუში ყველაზე სასაცილო ნაწილი ისაა, რომ მან [ზელენსკიმ] არაოფიციალურად სამჯერ გვთხოვა ინაუგურაციაზე მიგვეწვია და ყოველ ჯერზე უარი ვუთხარით. უცნაური ადამიანია… ახლა კი ისე იქცევა, თითქოს მან თავად გადაწყვიტა, რომ აქ არ ჩამოსულიყო,“ – თქვა დონალდ ტრამპ უმცროსმა.
კომენტარები