იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ის ჩინელ აო ლანჟუს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, ანგარიშით 15-2 დამარცხა. ეს ირმას მეთხუთმეტე ოქროა მსოფლიო თასებზე.
პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო შეჯიბრია.
კომენტარები