განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი პირობას დებს, რომ თანამდებობას დატოვებს, თუკი მის მიმართ ,ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე, მორალური პასუხისმგებლობა მაინც დადგება.
მინისტრის თქმით, ის გამოძიების დასრულებას ელოდება. „გამოძიება როგორც კი დასრულდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ დადგეს და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს, მე დავტოვებ თანამდებობას. ეს განცხადება მე პირველივე დღეს გავაკეთე“,-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.
კომენტარები
