პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“თინიკო გამყალბებლოვამ ბოლოს და ბოლოს სკამის გარეშე დატოვა თანამდებობა, თუ სკამიანად?! “წარმატებული” იყო აშკარად. ნატოში ხომ მიგვიღეს – მიგვიღეს! ვიზალიბერალიზაცია ხომ მოგვეცა – მოგვეცა! ვექტორი ხომ მყარად ეჭირა ხელში – ეჭირა! და ეს ყველაფერი მხოლოდ გამყალბებლოვას წყალობით!
ზაქარეიშვილმა მოასწრო საგარეჯოელ ფერმერებთან შეხვედრა?! ლეო კარგადაა, სტუკაჩოვი, ახლა რომელ ხვრელს ავსებს?!
დათუნა კომუნისტინი ეგუება ფაქტს, რომ მისი პარტიის რეიტინგი (თვით NDI-ის კვლევებით) 0, 96%-ია?! მეორე სტუკაჩოვი პირველ სტუკაჩოვს ხვრელის შევსებაში არ ეხმარება?! გიგლა აგულაშვილ-ლესორუბოვი, აბა, კი გადახტა “ოცნებაში” და უშველა თავს.
იმედი მაქვს, ყანდაურა-ბადიაურში თავს დაანებებს მეზობლების დაშინებას. ვაჰ, დრონი, დრონი”, – წერს ირმა ინაშვილი.