სამართალდამცავები ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში მცხოვრებ ირაკლი კ-ძეს ეძებენ, რომელმაც თანასოფლელი დანით დაჭრა. თანასოფლეფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება, სოფლის ცენტრში, ორი დღის წინ მოხდა.
დაზარალებულს დანით მიყენებული სამი ჭრილობა აღენიშნებოდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117 -ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება დანაშაულში ეჭვმიტანილ ირაკლი კ-ძეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.
კომენტარები