სააგენტო „ტასი”-ს ინფორმაციით, ერევანში პოლიციის განყოფილებასთან, რომლის ტერიტორია უკვე ორი კვირაა შეიარაღებულ დაჯგუფებას აქვს დაკავებული, დროდადრო სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა შენობის გათავისუფლებისა და შეიარაღებული დაჯგუფების გასანეიტრალებელი ოპერაცია დაიწყეს. თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ ვრცელდება.
ამავდროულად, სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ დაჯგუფება „სასნა ცრეცი“, რომელსაც საპატრულო პოლიციის შენობა აქვს დაკავებული, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ მისიას შესრულებულად მიიჩნევს, რადგან, მათი თქმით, დაწყებული მოძრაობა საერთო სახალხო მოძრაობაში გადაიზარდა, რის გამოც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.
ერევანში სპეცოპერაცია დაიწყო
2016/07/31 15:34:46
ნანახია: 1772 ჯერ