პარტია „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო. მმართველი გუნდი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთ კონსულტაციას მართავს. სხდომას ესწრება „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტში იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე შეჯერდებიან, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა. უმრავლესობის პოზიციით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სამართლებრივი ნაწილი გასათვალისწინებელია, პოლიტიკური კი ანგარიშგასაწევი.
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იგეგმება.
„ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
18.04.2019 11:29:33
ნანახია: 686 ჯერ
