მე-19 ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მიხეილ ამაშუკელის შუამდგომლობით, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისათვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის (კიკვიძის) პარკის რეაბილიტაცია თბილისის მერიის დაფინანსებით დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება. მიწის საერთო ფართი 71,313 კვ.მ-ს შეადგენს,სადაც იგეგმება საბავშვო ზონის,საბავშვო მოედნის,სპორტული და სამაგიდო სივრცის, ველო და სარბენი ბილიკების მოწყობა,ასევე სხვა გასართობი და გამაჯანსაღებელი სივრცის განთავსება. პროექტის ღირებულება 4 921 728 ლარია. თბილისში გაჩნდება ერთ-ერთი უნიკალური რეკრეაციული სივრცე, რომლითაც ისარგებლებენ არა მარტო ნაძალადევის რაიონის მაცხოვრებლები, არამედ ქალაქის ნებისმიერი მოსახლე.
“ძალიანი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო ქ.თბილისის მერიამ ,თბილისის ვეტერანთა და დასვენების (კიკვიძის) პარკის რეაბილიტაციის სახით , ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის მერთან ერთად ნაძალადევის მოსახლეობას 2017 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დავპირდით !! პროექტის დასრულების შემდეგ კიკვიძის პარკი გახდება ერთ-ერთი თვალსაჩინო რეკრეაციული სივრცე ჩვენს დედაქალაქში !” – განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა