რამდენიმე წუთის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობისკენ მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს.თავად მაჩალიკაშცილი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
“მე ვარ სიმართლის მხარეს. არავის არსად წავუყვანივარ, არ დავუკავებივარ. გამაჩერეს და მთხოვეს, სიტუაცია დამესტაბილურებინა ისე, როგორც შემეძლო ეს. აინტერესებდათ, სად მივდიოდი,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში გამართულ აქციაზე გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა და ბებია იმყოფებიან.
წყარო : პრაიმტაიმი
კომენტარები