პანკისის ხეობის უხუცესის თქმით, ამდენი აჟიოტაჟი არ იყო საჭირო და ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია სახელწიფოს ინტერესებიც.
“ამდენი აჟიოტაჟი ვფიქრობ რომ არ იყო საჭირო, ორი თუ სამი დღის წინ ჩამოსულები იყვნენ მინისტრები, მათი მოადგილეები, ჩვენ მათ შევხვდით და ვისაუბრეთ. ნორმალურად აგვიხსნეს და იქ მყოფი საზოგადოებაც დარწმუნდა ჰესის უვნებლობაში, მაგრამ მაინც ითქვა რომ კიდევ გაგრძელდებოდა ეს დიალოგი. არ არის სასურველი, არ ვამბობთ რომ აუცილებლად უნდა აშენდეს, იქნება ცხადია ცვლილებები მაგრამ თუ სარგებელი მეტია, უნდა აწონო რა არის დადები თუ უარყოფითი, თუ დადებითი სარგებელი მეტია ასე უნდა გადაწყდეს. უნდა გავითვალისწინოთ ჩვენც მოსახლეობამაც სახელმწიფოს ინტერესები,- თქვა ხასო ხანგოშვილმა.
პანკისის ხეობაში ისევ რთული ვითარებაა. პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებს, ადგილობრივებმა შსს-ს მანქანა დააზიანეს. ხეობაში ჩავა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
ვითარების ხელახლა ესკალაცია ხეობაში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანამ გამოიწვია.
პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება უკვე მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.