დავით გარეჯში მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. ინფორმაცია “კვირას” ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა დაუდასტურა.
ოთხი დღის განმავლობაში დავით გარეჯის ლავრიდან მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკების ბლოკირება აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოახდინეს, რის გამოც იქ სასულიერო პირებსა და დავით გარეჯის სტუმრებს გადაადგილება შეეზღუდათ. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.
ფაქტთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც იმ დროისთვის იყო დაკეტილი.

კომენტარები
