საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
მან ვეტერანებს იმდროინდელი გამარჯვება მიულოცა.
“ყველა ვეტერანს, ვინც ცოცხალია, მინდა, იმდროინდელი გამარჯვება მივულოცო. სადაც უნდა ყოფილიყვნენ – გერმანელებთან ტყვედ ჩავარდნილი თუ ემიგრანტები, რომლებიც, თავიანთი გაგებით, საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ყველა საქართველოსთვის დაიღუპა. მინდა, მათი ხსოვნა და პატივისცემა იყოს დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარები
