“იმედი მაქვს არჩევნები მშვიდად, წიოკის გარეშე ჩაივლის” – განცხადება, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ჩანს, რომ ოპოზიცია მიმდინარე საარჩევნო პროცესის სხვა სიბრტყეში გადატანას ცდილობს.
„ბოლო ხანებში მე ვხედავ, უკვე გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებას „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფლანგიდან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაცია გადაიყვანონ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში. ვფიქრობ, სამართალთან მათი საუბარი არის გამორიცხული, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები, რომელიც მოჭრილია, მაგრამ მეტ-ნაკლებად იზრდება. მაგრამ ეს არ გაძლევთ საშუალებას იმისას, რომ სამართლიანობის ის თეზები, რომელიც თქვენ მოგაქვთ ხოლმე ხალხმა დაიჯეროს.
“ალბათ სხვა ხერხებზე უნდა გადახვიდეთ და დაემორჩილოთ იმ წესებს რა წესებიც მიღებულია საერთაშორისო სამართლით. მცდელობა არის სწორედ, როგორც სამეგრელოში ისე სხვა კუთხეებში, ვხედავ ამ შუალედურ არჩევნებზე. ეს არჩევნები მაინც არის პრინციპული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელოს მოსახლეობა არ გააცინებს მტერს,“-განაცხადა ქანთარიამ.